ტერაქტი მოსკოვში
მოსკოვის „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტი რუსეთის ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. ბოლო ინფორმაციით 143 მოკლული და 120-ზე მეტი დაშავებულია. რუსეთის სპეცსამსახურებმა 11 ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს, მათ შორის 4 უშუალოდ თავდასხმაში მონაწილე. მათგან ერთმა დანაშაული უკვე აღიარა და განაცხადა, რომ კონცერტზე მისული ხალხი ნახევარი მილიონი რუბლის სანაცვლოდ გაიმეტა. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა გუშინვე აიღო ისლამურმა სახელმწიფომ, მაგრამ ამის მიუხედავად პუტინმა დღეს მომხდარის გამო საზღვრის გადასაკვეთი ფანჯრის შექმნისთვის ხელი უკრაინისკენ გაიშვირა. დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ მსოფლიო ლიდერები, რუს ხალხს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს მთავრობამ
