სასამართლოს დამორჩილების მცდელობა
„საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ინსტიტუტებით, ვეტინგის შემოღება კი საპირისპიროს აღიარებას ნიშნავს“ - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების აუცილებლობის შესახებ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მმართველი გუნდის პოზიცია, ამ საკითხთან დაკავშირებით, მტკიცეა და ის არ შეიცვლება. ევროკავშირის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება შემოწმების განსხვავებული სისტემა იმ პირებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში არიან წამყვან თანამდებობაზე. პიტერ სტანოს თქმით, სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, არის ევროკომისიის ერთ-ერთი ფუნდამენტური რეკომენდაცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
