ავთანდილ ჭრიკიშვილის სპორტიდან გაცილების ცერემონია
თბილისის გრანდ სლემის შესვენების დროს, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილს სპორტიდან გაცილების ცერემონია მოუწყვეს. ქართული ძიუდოს ლეგენდა ცერემონიაზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ დიდების მედლით დააჯილდოვა და ასევე სამეფო ჭადრაკის დაფა გადასცა. ჭრიკიშვილმა როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ფედერაციას, გულშემატკივრებს, მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და დააანონსა რომ ის კარიერას მწვრთნელის რანგში გააგრძელებს
