სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა
ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა აქტიურად გრძელდება. სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში სტაჟირებას გაივლიან. პროექტის შესახებ მორიგი პრეზენტაცია ილიას უნივერსიტეტში გაიმართა
