ტერაქტი მოსკოვში
მოსკოვში, მომხდარ ტერაქტს მსოფლიო ლიდერები გმობენ. გაეროს გენერალურმა მდივანმა, დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. განცხადება გაავრცელა გაეროს უსაფრთხოების საბჭომ. მომხდარს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი რომელიც სოლიდარობას უცხადებს დაშავებულებს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს. თავდასხმა დაგმო გერმანიის კანცლერმა. რუსეთის მოსახლეობას მიუსამძიმრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. რუსეთს მიუსამძიმრეს და ტერაქტი დაგმეს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა
