ტერაქტი მოსკოვში
მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღპულთა რიცხვი იზრდება. ოლქის გუბერნატირის თქმით, ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 143 ადამიანი. საავადმყოფოებში, კი 121 ადამიანი იმყოფება. საზარელი თავდასხმა გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ მოხდა. მოსკოვის უმსხვილეს საკონცერტო დარბაზში შეიარაღებული პირები შეიჭრენ და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმას რამდენიმე აფეთება და ძლიერი ხანძარი მოჰყვა. შენობის სახურავი მთლიანად დაიწვა და ჩამოინგრა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
