ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობა
ირაკლი კობახიძემ ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, ერთადერთი, რაც ახლა ოპოზიციას დღის წესრიგში აქვს, ეს არის ცესკოს დისკრედიტირება. როგორც პრემიერმა განმარტა, ცესკო წლების განმავლობაში გამართულად მუშაობდა, რის გამოც, ოპოზიციას მისი დისკრედიტაციის საფუძველი არ აქვს. პრემიერმა ასევე ისაუბრა არჩევნების დღეს საზღვარგარეთ, საარჩევნო უბნების გახსნაზე და თქვა, რომ ყველა საელჩოში, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა
