სასამართლოს დამორჩილების მცდელობა
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პიტერ სტანო ჩვენს ქვეყანას ვეტინგის სისტემის დანერგვისკენ მოუწოდებს, რაც მიუღებელია. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მმართველი გუნდის პოზიცია, ამ საკითხთან დაკავშირებით, მტკიცეა და ის არ შეიცვლება. ცნობისთვის, ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს სჭირდება შემოწმების განსხვავებული სისტემა იმ პირებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში არიან წამყვან თანამდებობაზე. პიტერ სტანოს თქმით, სასამართლო სისტემის ყოვლის მომცველი რეფორმა, არის ევროკომისიის ერთ-ერთი ფუნდამენტური რეკომენდაცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
