გორმა ორ ჩემპიონატს უმასპინძლა
გორმა 4 დღის განმავლობაში საქართველოს 2 ჩემპიონატს უმასპინძლა. სპორტის სასახლეში 19 მარტს დაიწყო და 22 მარტს დასრულდა საქართველოს ჩემპიონატები ბერძნულ რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში 15 წლამდელებს შორის. ჩემპიონატების შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ჩვენი ქვეყნის ნაკრები 15 წლამდელთა შორის, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 15-18 მაისს საბერძნეთში ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე
