თემო გოცაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა
გია ჯაფარიძის გალერეაში გაიხსნა საქართველოს სახალხო მხატვრის თემო გოცაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც მხატვრის მიერ სხვადასხვა წლებში შექმნილი ნამუშევრებია წარმოდგენილი. გოცაძის ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ მუზეუმშია დაცული. გამოფენის გახნას მხატვრის მეგობრები, ხელოვნების მოყვარულები და ოჯახის წევრები დაესწრნენ
