ავტოკეფალიის დღე
24 და 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ავტოკეფალიის აღდგენის პროცესზე და მნიშვნელობაზეა საუბარი. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა და მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. ილია მეორის უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო
