ახალი ჰუმანიტარული მარშრუტი
ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად ახალი მარშრუტი გაიხსნა. გადაწყვეტილება ისრაელის მმართველობამ გაეროს მიერ გამოქვეყნებული მოხსენების შემდეგ მიიღო. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებლები შიმშილის ზღვარზე არიან და ვითარება ყოველდღიურად უარესდება
