სასამართლოს დამორჩილების მცდელობა
ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს ჭირდება შემოწმების განსხვავებული სისტემა იმ პირებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში არიან წამყვან თანამდებობაზე. პიტერ სტანოს თქმით, სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, არის ევროკომისიის ერთ-ერთი ფუნდამენტური რეკომენდაცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, პიტერ სტანო ჩვენს ქვეყანას ვეტინგის სისტემის დანერგვისკენ მოუწოდებს, რაც მათთვის მიუღებელია. ამბობენ, რომ მმართველი გუნდის პოზიცია, ამ საკითხთან დაკავშირებით, მტკიცეა და ის არ შეიცვლება
