ყოფილ ფეხბურთელს ბექა ჟღენტს, საზოგადოების დახმარება სჭირდება
ყოფილ ფეხბურთელს ბექა ჟღენტს, რომელიც თამაშობდა საქართველოს 19 წლამდე და 21 წლამდე ნაკრებებში, საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას ამიოტროფიული სკლეროზი დაუდგინდა. პაციენტს ხანგრძლივი მედიკამენტოზური მკურნალობა ესაჭიროება. მხოლოდ ერთი წლის საჭირო მედიკამენტის ღირებულება კი 100 ათას ლარს შეადგენს
