ახალგაზრდა სპორტსმენების დაჯილდოვება
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენები ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიით დააჯილდოვა. საკონკურსო კომისიამ ძიუდოსა და ძალოსნობაში სხვადასხვა მიღწევების მქონე სამი გამარჯვებული გამოავლინა. სპორტსმენებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ
