„რა ამბავია ყვავილთ სასახლეს?“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ინიციატივით, უნივერსიტეტელი ქალებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. თსუ-ს თეატრალურმა დასმა თეატრალური ინსცენირებით წარმოადგინა ქალების როლი უნივერსიტეტის ისტორიაში. საღამოზე გაიხსენეს ქალების წვლილი უნივერსიტეტის შექმნისა და განვითარების საქმეში. ამასთანავე სააქტო დარბაზის ფოიეში მოეწყო უნივერსიტეტელ ქალთა საარქივო მასალის გამოფენა
