დიასპორასთან მიმართებით გაწეული საქმიანობის ანგარიში
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში 2023 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ დიასპორასთან მიმართებით გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ სახელმწიფო პროექტებსა და პროგრამებზე, რამაც ხელი შეუწყო როგორც დიასპორის ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ქვეყნის განვითარების პროცესში, ასევე, დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების ერთობლივად დაძლევას
