ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება
„საქართველო აბსოლუტურად ყველა პარამეტრით არის ლიდერი და საქართველო არის დაჩაგრული,“- პარლამენტის თავმჯდომარე ასე ევროპული საბჭოს სამიტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. საუბარია უკრაინისა და მოლდოვის პროგრესის აღნშვნაზე და ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილებაზე. ხელისუფლება ევროკავშირისაგან წლის ბოლოს სამართლიან გადაწყვეტილებას ელის, მანამდე ევროპული საბჭო ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს, პარტნიორები კი მკაფიო გზავნილებს ავრცელებენ, მაგალითად, ხორვატიის პრემიერი.
