რუსეთის იერიში უკრაინაზე
რუსეთის მასშტაბური იერიშის გამო, უკრაინაში მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩა. ოკუპანტმა უკრაინის 7 ოლქში ენერგეტიკულ ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ყველაზე რთული ვითარება ხარკოვის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებშია.
