საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში
ინტერპელაციის წესით დღეს კანონმდებლებმა პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს . ილია დარჩიაშვილმა 7 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ წინასწარ გაგზავნილ კითხვებს უპასუხა. კითხვები ეხება არჩევნებში ემიგრანტების სრულყოფილ მონაწილეობას, დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას და საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საინფორმაციო კამპანიას.
