აეროპორტში ოპოზიციას მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ
ბრიუსელიდან დაბრუნებულ, ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც პროევროპულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოქალაქეები შეძახილებით დახვდნენ. ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა ოპოზიციის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის გამოც სამი ქვეყნის მხარდამჭერი დოკუმენტი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ვეღარ წარედგინა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ისმის, რომ აეროპორტში შეკრებილები ოპოზიციის წარმომადგენლებს კონკრეტული კითხვებითაც მიმართავდნენ. მათ შორის ერთ-ერთ მოქალაქეს აინტერესებდა, რა თანხა აიღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ოკუპანტი რუსეთისგან, იმის სანაცვლოდ, რომ რეზოლუციაზე ხელი არ მოეწერათ. ოპოზიციის წევრებს აეროპორტის დატოვება პოლიციის თანხლებით მოუხდათ.
