თბილისის ეროვნულ პარკში ახალი ეკოსაგანმანათლებლო და რეკრეაციული პროექტი განხორციელდება
თბილისის ეროვნულ პარკში ახალი ეკოსაგანმანათლებლო და რეკრეაციული პროექტი განხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურისა და ზედაზენის უბნებზე დაგეგმილი ახალი სარეკრეაციო და ეკოსაგანმანათლებლო სივრცეთა მოსაწყობი ადგილები დაათვალიერა.