ქართული ჟურნალისტიკის დღე
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ეს დღე 1993 წლის 21 მარტს, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს. თარიღს სიმბოლური დატვირთვა აქვს, რომელიც 1819 წელს პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება. მედიის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ქალაქის მერმა
