აშშ-მექსიკის საზღვარი
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მკაცრ საიმიგრაციო კანონზე დავა მიმდინარეობს. ტეხასის შტატი ცდილობს მიიღოს კანონი, რომელიც ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს, არალეგალი მიგრანტების დაკავების, დეპორტაციისა და საჭიროების შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის უფლებამოსილებას მისცემს. თეთრი სახლის წინააღმდეგობის მიუხედავად, ტეხასის შტატის გუბერნატორი ირწმუნება, რომ საზღვრისპირა შტატს სხვა გზა არ აქვს. სადავო კანონს, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში დავა გამოიწვია, 3 აპრილს სააპელაციო სასამართლო განიხილავს
