კახა კალაძე ილია თოფურიას შეხვდა
დღესვე ილია თოფურიას კახა კალაძემ უმასპინძლა. დედაქალაქის მერმა ჩემპიონს მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. კახა კალაძის განცხადებით, ილია თოფურიას გამარჯვება მთელი საქართველოს გამარჯვებაა. მისივე თქმით, საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე, ილია თოფურიას მიერ საჩემპიონო ქამრის წარდგენა ქართველი ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრისთვის დიდი სტიმული იქნება
