ქომაგები საქართველოსთვის
პარალელურად, საქართველო-ლუქსემბურგის პლეი-ოფის მატჩის ყურების შესაძლებლობა დიდ ეკრანზე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ექნება ყველას, ვინც სტადიონზე დასასწრები ბილეთის შეძენა ვერ შეძლო. ერთ-ერთი ასეთი ადგილი თბილისში, რესპუბლიკის მოედანზეა, სადაც დედაქალაქის მერიის მიერ ორგანიზებული ფანზონა ფუნქციონირებს. “წარმატებები ბიჭებს!” - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს გამარჯვებას უსურვებს პრემიერ-მინისტრი. “შემართებით, სულისკვეთებით, პატრიოტიზმით, ჩვენი სამშობლოს სიყვარულით, დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს” - ეს უკვე დედაქალაქის მერის და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, კახა კალაძის სიტყვებია. საქართველოს ნაკრების გამარჯვებას პროგნოზირებს ილია თოფურია. მისი თქმით, დღეს 2:0 გავიმარჯვებთ და მეტოქეს გოლსაც არ გავატანინებთ. „იმედისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში UFC-ის ქართველი ჩემპიონი ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული და ქართველი ფეხბურთელების გამარჯვების სიხარულის გაზიარებას, ხალხთან ერთად გეგმავს
