საქართველო-ლუქსემბურგი
ფეხბურთით გაერთიანებული საქართველო - მოქალაქეების ყურადღება ქვეყნის მთავარი სპორტული არენისკენ არის მიპყრობილი. საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე, ერთი საათი რჩება. გულშემატკივრები „დინამო არენას“ ავსებენ. დღესვე მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია, გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს. ლუქსემბურგთან წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზურისთვის გადამწყვეტ მატჩს ასევე თბილისში, საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს უმასპინძლებს