ბლუმბერგი: ჩინეთი ტაივანში შეჭრისთვის ემზადება
ბლუმბერგი წერს, რომ ჩინეთი 2027 წელს, ტაივანში შეჭრისთვის ემზადება. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ადმირალმა ჯონ აქილიომ, ბლუმბერგს განუცხადა, რომ ჩინეთმა ბოლო წლებში სამხედრო ბიუჯეტი 16 პროცენტით გაზარდა და პეკინი თავდაცვისთვის წლიურად, 223 მილიარდ დოლარს ხარჯავს. ჩინეთმა გააძლიერა ქვეყნის სამხედრო და ბირთვული პოტენციალი და ტაივანის გარშემო მსხვილი სამხედრო ბაზები ააშენა. თუმცა ამავდროულად, გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატების დაზვერვა არ ადასტურებს, რომ პეკინს ომის გაჩაღება სურს
