ქართული ჟურნალისტიკის დღე
დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა - მედიის წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს პრემიერ-მინისტრი ულოცავს. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, ას წელზე მეტია ქართული ჟურნალისტიკა თავის ისტორიას წერს და ეს ძალიან ღირებული გამოცდილებაა. „საზოგადოების ინფორმირების პროცესში თქვენი როლი განსაკუთრებულია. თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით’’. - წერს პრემიერ-მინისტრი
