დაუნის სინდრომის დღე
ჯანმრთელობა და განვითარების აუცილებლობაზე ზრუნვა - დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებისთვის, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამის შესახებ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს პარლამენტში. სოლიდარობის გლობალურ კამპანიას ბავშვთა უფლებათა დაცვის საპარლამენტო საბჭო წელს პირველად შეუერთდა. ღონისძიების ფარგლებში განხილეს ბავშვთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი პირებთან ეფექტიანი თანამშრომლობის შესაძლებლობები. წლევანდელი კამპანიის გზავნილია სტერეოტიპების დასრულება
