საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის მოლოდინი
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებას უსურვებენ პრემიერი და თბილისი მერი. წარმატებები ბიჭებს! - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე. კახა კალაძე კი დღეს დაგეგმილ მნიშვნელოვან მატჩს თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველი გულშემატკივარი, რომელიც „დინამო არენაზე“ დღევანდელ თამაშს ვერ დაესწრება, სპეციალურად მათთვის რესპუბლიკის მოედანზე, ღია ცის ქვეშ ეკრანები დამონტაჟდება
