საქართველო VS ლუქსემბურგი
საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე ოთხ საათზე ნაკლები რჩება. ეროვნულ გუნდში გამოძახებული 26 ფეხბურთელიდან მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადში 23 დატოვა. დისკვალიფიცირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, დღეს საბა საზონოვი და ანზორ მექვაბიშვილი არ ითამაშებენ. „დინამო არენაზე“ შესასვლელი კარი 19:00 საათიდან გაიხსნება, მატჩი კი 21:00 საათზე დაიწყება. 20:45 წუთზე კი, UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია, გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს
