ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს
პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია, ღირსების ორდენზე წარადგინეს. ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა, კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, შესაბამისი წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართეს. UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით, 18 მარტს ჩამოვიდა
