ნოვრუზ ბაირამი - პრემიერი მარნეულში
დღეს ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება. დღესასწაულს განსაკუთრებულად ზეიმობენ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები. მარნეულში დილიდან სხვადასხვა ღონისძიება იმართება, გადაკეტილია ქალაქის ცენტრალური გამზირი. ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე მარნეულში სამთავრობო გუნდთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის ხელმძღვანელი ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა , შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და ქართველებისა და აზერბაიჯანელების განსაკუთრებულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი
