ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობა
საარჩევნო ადმინისტრაცია, თანამშრომლების მიმართ სავარაუდო ზეწოლისა და მათი პერსონალური მონაცემების კანონსაწინააღმდეგოდ გამოყენების მცდელობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ თანამშრომელთა გამიზნული დისკრედიტაციის კამპანია ახალ ეტაპზე გადადის. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ კამპანიის მიზანი, არჩევნების წინ დამოუკიდებელი ორგანოს დისკრედიტაციაა. ცესკოს ამ განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. სახელისუფლებო გუნდი ამბობს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციაზე შეტევა, რადგან ოპოზიციამ წინასწარ იცის, რომ ბარიერის გადალახვა გაუჭირდება. „ქართული ოცნების“ ოპონენტები კი ცესკოს განცხადებას სიცრუეს უწოდებენ
