გვარამიას პოლიტიკური ამბიცია
აქვს თუ არა ნიკა გვარამიას პრემიერობის ამბიცია - „ქრონიკის“ კითხვას „ახალის“ ლიდერი ორაზროვნად პასუხობს და ამბობს, რომ გუნდში ამ საკითხზე საუბარი ჯერ არ მიმდინარეობს. ნიკა გვარამიას პოლიტიკური ამბიციები არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის. მეტიც - ამბობენ, რომ პარტია „ახალს“ - არჩევნებში ბარიერის გადალახვის შანსიც კი არ აქვს. ამასთან, საუბრობენ გვარამია - მელიას შორის დაპირისპირებაზე, რომელიც მათი შეფასებით, ჯერ კიდევ პარტიის დაფუძნების დღიდან დაიწყო და მათ პირველ საერთო სატელევიზიო ინტერვიუში გამოჩნდა
