პასუხი დეზინფორმაციაზე
აახლოებს თუ არა აფხაზეთის სატრანსპორტო დერეფანი რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს, რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის თანამშრომლობაში? - დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის მიერ ამ კითხვის პასუხად, ამავე ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, პრემიერ-მინისტრი კლასიკურ დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის თავდასხმა ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე. ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის დონორები აღნიშნულთან დაკავშირებით, პოზიციას გამოხატავენ. უმრავლესობის ლიდერი კი აცხადებს, რომ საქართველოსთვის რუსეთის ინტერესების გატარების ბრალდება ქვეყნის ღალატია. შეგახსენებთ დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა გაუმჭვირვალე და ბუნდოვანია, რაც მათივე განმარტებით რუსეთთან თანამშრომლობის ტენდენციას აჩვენებს
