რადიკალური ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ
სამი ქვეყნის მხარდამჭერ რეზოლუციაზე უარის თქმიდან მეორე დღეს ოპოზიცია ბრიუსელიდან დოკუმენტის შინაარს იწუნებს. დელეგაციის 4 წევრიდან 3 ამბობს, რომ მაკა ბოჭორიშვილისგან ტექსტი არ მიუღიათ და მეტიც ამტკიცებენ, რომ მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დოკუმენტი გადამალა. მაკა ბოჭორიშვილი კი ოპოზიციას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ რეზოლუციის ტექსტის შინაარს ოპოზიცია იცნობდა და მათთან კომუნიკაციაც ჰქონდა
