ბორელის ინიციატივას, რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით, უკრაინის დაფინანსების შესახებ, მოსკოვის მწვავე რეაქცია მოჰყვა
ბორელის ინიციატივას, რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით, უკრაინის დაფინანსების შესახებ, მოსკოვის მწვავე რეაქცია მოჰყვა. საგანგებო განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გააკეთა. მარია ზახაროვამ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ინიციატივას ბანდიტიზმი უწოდა და ბრიუსელს ინიციატივის რეალიზების შემთხვევაში საპასუხო ზომებით დაემუქრა.