ალ-შიფის საავადმყოფოში ისრაელის სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს
ღაზის სექტორში, ალ-შიფის საავადმყოფოში ისრაელის სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. დაზვერვის მიერ მოპოვებული ცნობებით, ანკლავის უდიდეს სამედიცინო კომპლექსს, ისევე როგორც სხვა სამოქალაქო ინსფრასტრუქტურას, ჰამასი კვლავ თავშესაფრად იყენებს. ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებმა შენობაში იარაღის საცავსაც მიაგნეს.
