ევრონესტის შეხვედრა ევროპარლამენტში
მმართველი გუნდის რეზოლუცია, რომელიც არასაკმარისი ხმების გამო ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბელის სხდომაზე ვერ დარეგისტრირდა, განხილვის თემა გახდა თბილისში. მთავარ კითხვად რჩება, რატომ არ დაუჭირეს მხარი პროევროპული შინაარსის დოკუმენტს ოპოზიციამ და უკრაინის დელეგაციის წევრებმა.
