შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ კონგრესში უკრაინის დახმარების დამტკიცებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ კონგრესში უკრაინის დახმარების დამტკიცებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი. ლოიდ ოსტინის თქმით, ოპტიმიზმის საფუძველს მას კონგრესში უკრაინის ფართო, ორპარტიული მხარდაჭერა აძლევს, თუმცა, როგორც პენტაგონის ხელმძღვანელი ამბობს, ზუსტი პროგნოზის გაკეთება, დაამტკიცებს თუ არა წარმომადგენელთა პალატა უკრაინის დახმარების 60 მილიარდიან პაკეტს, შეუძლებელია.
