ფრანგული სამზარეულოს მასტერკლასი
მიშელინის ვარსკვლავის შეფ მზარეულმა სტეფან გორგინამ პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ სტუდენტებს მასტერკლასი ჩაუტარა. ცნობილმა შეფმა სტუდნტებს ფრანგული სამზრეულოს თავისებურებები გააცნო და სამზარეულოში მათი გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მასტერკლასი ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში, საფრანგეთის საელჩოსთან თანამშრომლობით ჩატარდა.
