ელექტრონული არჩევნები
ცენტრალური საარჩევნო კომისია 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება. წელს გამოყენებული იქნება თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა თითქმის 90% არჩევნებში ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიიღებს მონაწილეობას. ცესკოში განმარტავენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, პირადად გამოსცადონ, თუ როგორ მუშაობს ელექტრონული ტექნოლოგიები და ამასთან. მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ კენჭისყრაში.
