ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომობილები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობა მაღალი გამავლობის ორ ერთეულ სახანძრო ავტომობილს გადასცემს. ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომობილები განკუთვნილია როგორც ტყის, ასევე ურბანულ ხანძრებთან ბრძოლის წინააღმდეგ. ავტომობილები, საჩხერის და დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო განყოფილებებში განაწილდება. მხარეებს შორის, შესაბამისი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.
