უარი სასამართლოს დამორჩილების მცდელობას
„ვეტინგის საჭიროება ქართულ სასამართლოში არ არსებობს თემა დახურულია“,- ეს კიდევ ერთხელ თქვა მთავრობის მეთაურმა. ირაკლი კობახიძე აქცენტს მართლმსაჯულების ხარისხზე აკეთებს და ოფიციალურ მონაცემებზე საუბრობს. ოპოზიციიდან კი დღეს კიდევ ერთხელ შეეცადნენ დაესაბუთებინათ, თუ რატომ არის აუცილებელი ვეტინგის მექანიზმის შემოღება და ამ გზით მოსმართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება. ამ პოლიტიკური განცხადებების პარალელურად, მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენელები ამბობენ, რომ სახეზეა მიზნამიმართული შეტევა და სისტემის დიკსრედიტაცია, რომლის უკანაც კონკრეტული ძალების პოლიტიკური ინტერესია.
