ამერიკული ფინანსები საქართველოში
საქართველო-ამერიკის თანამშრომლობაზე საუბრისას მმართველი პარტია იმ ფინანსურ გამჭვირვალობაზე აკეთებს აქცენტს, რომელიც შტატებიდან მოემართება და ძირითადად მესამე სექტორი ფინანსდება. როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ კონტექსტში მოხსენიება არ შეიძლება. პრემიერმა დღეს მათი საქმიანობა ორ ნაწილად შეაფასა, პარლამენტის თავმჯდომარე კი განსაკუთრებულად კრიტიკული იყო იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მისივე თქმით, ამერიკულ ფინანსებს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მიმართავენ.
