ევროკავშირი უკრაინის დახმარებისთვის 5 მილიარდ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი, სპეციალური დახმარების ფონდის მეშვეობით, უკრაინის სამხედრო საჭიროებისთვის დამატებით ხუთ მილიარდ ევროს გამოყოფს. ევროკავშირში განაცხადეს, რომ ამ თანხით, დაფინანსდება სწავლება ლეტალური და არალეტალური სამხედრო აღჭურვილობის გამოსაყენებლად, ასევე, წევრი ქვეყნების მიერ უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო მარაგის შესავსებად და დანახარჯების ასანაზღაურებლად.
