ყალბი დოკუმენტების გასაღება
პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორ ადამიანს ბრალი წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2022-2024 წლებში, ბრალდებულები დანაშაულში ჩართულ სხვა პირებთან ერთად, ევროპული სახელმწიფოების ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს ამზადებდნენ და საქართველოში ასაღებდნენ. დანაშაული ითვალისწინებს 9 დან 12 წლამდე პატიმრობას.
