ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა
მმართველი გუნდი, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს მოუწოდებს შეწყვიტონ ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი მოქმედებები. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებითა და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით გაიმართა სემინარი. განიხილეს თუ როგორ უნდა გააპროტესტონ მმართველი გუნდის ინიციატივა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ის კანონპროექტად იქცევა. ისევ შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. თბილისი პრაიდის გეგმის მიხედვით, კანონპროექტის ირგვლივ სხვადასხვა მიმართულებით ააგებენ კამპანიას. დაიწყება საუბარი, რომ პროექტი რუსულია. გავრცელდება გზავნილები, რომ კანონპროექტი ზღუდავს უფლებებს, მათ შორის ბავშვებისა და შშმ პირების. იტყვიან, რომ წესდება ცენზურა, ერევიან ხელოვნებაში. ერთ-ერთ მთავარ ხაზად აირჩევენ პედოფილიის საკითხს, ასევე ევროპულ მომავალს. დგინდება სპიკერების სიებიც და მასში უნდა შევიდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. სემინარის შემდეგ თბილისი პრაიდისა და გაეროს განვითარების ფონდის ურთიერთგამომრიცხავი და განსხვავებული განმარტებები გაკეთდა.
